ცხელი ხაზი : 599647050

სისხლის დონაცია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

9 მარტი, 2022

10 მარტს, დილის

10:00 სთ-დან , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სისხლის ბანკი გაიხსნება;

ძირითადი კრიტერიუმები :

დონორი უნდა აკმაყოფილებდეს :

1.ასაკი 18-60 წლამდე

2.წონა მამაკაცი-65კგ.ის. ზემოთ, ქალი 55 კგ.ის ზემოთ

3.დონორი ვალდებულია ექიმთან გასაუბრებისას აღნიშნოს თუ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე პრობლემა.

გადატანილი დაავადებები:

• ოპერაციები

• ტრავმები

• ქრონიკული დაავადებები (ჩიყვი, დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ალერგია რთული ფორმით)

4.გასაუბრების შემდეგი ეტაპი: დონორს არ უნდა ქონდეს მიღებული:

• ალკოჰოლი წინა დღეს

• ერთი თვის მანძილზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა

• 12 თვის მანძილზე ცოფის/ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

• 4 თვის მანძილზე ხომ არ ჩაუტარებია სტომატოლოგიური მანიპულაციები, ტატუ, პირსინგი, ყურის გახვრეტა.

5. დონორს გაესინჯება წნევა და ჰემოგლობინი

6. ჩაბარების წინ დონორი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად მომზადებული,

მსუბუქად ნასაუზმები და გამოძინებული.

7. თუ დონორი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს იგი დაიშვება დონაციაზე.

8. დონაცია გრძელდება 5/7 წუთი.

9. უანგარო დონაციაში მონაწილეობისათვის დონორი დაჯილდოვდება სიგელით.

10. დონორს 14 დღის განმავლობაში კონფედენციალურად მიეწოდება შემდეგი ანალიზის პასუხები

• სისხლის ჯგუფი

• ჰემოგლობინი

• რეზუსი

• B ჰეპატიტი

• C ჰეპატიტი

• აივ ინფექცია/შიდსი

• სიფილისი

გააზიარე