სლოვაკეთის საელჩოსთან თანამშრომლობა კვლავ გრძელდება!
წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის და აბაშის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ალექსანდრე მოწერელიას ხელმძღვანელობით, სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერითა და უშუალოდ ელჩის პაველ ვიზდალის ჩართულობით, მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,ადგილობრივი განვითარების და ინოვაციების ცენტრთან“ თანამშრომლობით გრძელება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის გარე სათამაშო ატრაქციების გადაცემა.
ამ ეტაპზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კიდევ 2 საბავშვო ბაღს (ქ. წალენჯიხის N4 და ფახულანის თემის, წყოუშის N3) გადაეცა საჩუქრად ეკოლოგიურად სუფთა, ხის გარე სათამაშო ატრაქციები.
აღნიშნულ ბაღებს, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორ ლანა შენგელიასთან და ცენტრის დირექტორის მოადგილე, დალი აბულაძესთან ერთად ესტუმრა, ადგილზე გაეცნო სკოლამდელ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას და გაესაუბრა პედაგოგებს.
ცნობისთვის, წალენჯიხის 7 საბავშვო ბაღში (წალენჯიხის N1, საჩინოს N2, ჯვარის ბაღი- „ცხუმი“, მიქავას და ჭალე (ეწერფერდის) ქ. წალენჯიხის N4, წყოუშის N3) უკვე დამონტაჟებულია ხის გარე სათამაშო ატრაქციები და თანამშრომლობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.