ცხელი ხაზი : 599647050

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა

27 ოქტომბერი, 2022

 დღეს, 27 ოქტომბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა.

  სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.

 სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: რაისა ჩანგელია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; მაია მიქავა-ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე, გონერ კვარაცხელია -ფრაქცია "წალენჯიხა საქართველოსთვის"თავმჯდომარე და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ:

 ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული, საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები;

 ახალშობილები და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები.

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სხდომა პროგრამულად თვეში ერთხელ ან ორჯერ იმართება და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარების დაფინანსებას ისახავს მიზნად.

+4

გააზიარე