ცხელი ხაზი : 599647050

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა

7 ივნისი, 2022

7 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა ჩატარდა.

  სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.

  სხდომას ესწრებოდნენ: მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მერაბ შონია და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ:

 ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული, საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები;

 ბენეფიციარები ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში.

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სხდომა პროგრამულად თვეში ერთხელ ან ორჯერ იმართება და მიზნად ისახავს სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარების დაფინანსებას.

 

გააზიარე