,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.
მოსახლეობასთან კონსულტაციები და შეხვედრები დღეს ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულში გაიმართა.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები,მერის წარმომადგენელი ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ფიფია და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია ესწრებოდნენ.
ადგილობრივებმა წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან მათთვის პრიორიტეტული პროექტები აირჩიეს.
სოფელ სამესხიოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობამ გარდა ზემოთ ხსენებულისა, დაასახელა ისეთი პრობლემები, რომელიც წლებია მოსახლეობას აწუხებს. აღინიშნა, რომ საკაკაჩიოსა და საკაციოს ტერიტორიაზე საუბნო გზები, გარეგანათებები და სანიაღვრე არხები მოსაწესრიგებელია.
ჯაღირას ტერიტორიაზე- მთავარ პრიორიტეტად წისქვილის ელექტროძრავის შეძენა, საუბნო გზის მოხრეშვა, რეგანათებებისა და ცხაურების მოწყობა დასახელდა.
ჯაღირის მოსახლეობა ამავდროულად სკოლისათვის წყლის ტუმბოს შეძენას ითხოვდა. აღნიშნული პრობლემა ადგილზე მოგვარდა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ აღნიშნული ტუმბო სკოლას საჩუქრად გადასცა.
ჯაღირაში ასევე დასახელდა პრობლემები,სასმელი წყლის მილების შეძენა, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწყობა.
ობუჯის ტერიტორიაზე-მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად საექიმო ამბულატორიის სახურავის რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა და ბონდის ხიდის ტერიტორიაზე გარეგანათებების მოწყობა მიიჩნია.
ობუჯში ასევე გამოიკვეთა ისეთი პრობლემები,როგორიცაა: ბონდის ხიდის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის მილების შეძენა და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანაგვე ურნის ჩადგმა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში -644 000 ლარი დაიხარჯება.