,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივმა მოსახლეობამ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან მათთვის პრიორიტეტული პროექტები აირჩია.
ნაკიფუში მცხოვრებმა მოსახლეობამ, უბნების მიხედვით მთავარ პრიორიტეტად სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი დაასახელა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნაკიფუს ცენტრალურ ტერიტორიაზე,ასევე სააბულაძოს,ლეცინდეს უბნებში მთავარ პრიორიტეტად რჩება სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
შეროზიას უბანში გზის მოხრეშვა-მოშანდაგება შეირჩა.
ლეჟას ტერიტორიაზე ხიდ-ბოგირებისა და ცხაურების მოწყობა, გზების მოხრეშვა დასახელდა.
ნანჯარუში სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
ულურიის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ კი გარეგანათებების მოწყობა,გზების მოხრეშვა და ხიდ-ბოგირების მოწყობა დასახელდა.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში"შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში -644 000 ლარი დაიხარჯება.