ცხელი ხაზი : 599647050

,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის " ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

31 მარტი, 2022

 

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის " ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

  დღეს, 31 მარტს, ამ პროგრამის ფარგლებში სოფელ ეწერში გამართულ საერთო კრებებს მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია, ლია- ეწერის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ფარცვანია და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია ესწრებოდნენ.

  ეწერში, საერთო კრებაზე მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად სოფლის ცენტრში სკვერის კეთილმოწყობა და ხიდ-ბოგირის მშენებლობა მიიჩნია.

 ლეჭანტურიე-ლეძაძამიეს მცხოვრებლებმა მათთვის გამოყოფილი თანხით ისურვეს გზის მოხრეშვითი სამუშაოების ჩატარება და გარე-განათების მოწყობა.

  ლექარდეს უბნის მოსახლეობამ კი, მხარი დაუჭირა გარე- განათების კეთილმოწყობას და გზის მოხრეშვითი სამუშაოების განხორციელებას.

  როგორც მოსახლეობისთვის ცნობილია, წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პოგრამის" ფარგლებში 644 000 ლარი დაიხარჯება.

 

გააზიარე