ცხელი ხაზი : 599647050

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში 6 პროექტი განხორციელდა.

14 ნოემბერი, 2022

 სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში 6 პროექტი განხორციელდა.

მათ შორის:

 ლეშამუგეს უბანში სასმელი წყლის მაგისტრალის შეცვლა-რეაბილიტაცია;

 ლეშამუგეს საბავშვო ბაღის სასმელი წყლის მილების შეცვლა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება;

 ლეშამუგეში ცხაურებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა;

 ლექუხილეს უბნის გზაზე ბეტონის საფარის დაგება;

 ლებაღეს უბანში ცხაურების მოწყობა;

 ლეშეროზიეს უბანში სანიაღვრე არხების მოწყობა.

  2022 წელს

სახელმწიფოს მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 644 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 54 000 ლარი დაემატა.

 ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის მიერ შეირჩა.

 პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში 130-მდე პროექტი განხორციელდა.

 

გააზიარე