სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები დასრულებულია.
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები დასრულებულია.
ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში პროგრამის ფარგლებში, უბნების მიხედვით სხვადასხვა სახის სამუშაოები განხორციელდა.მათ შორის:
სამესხიოს უბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;
ცხაურების მოწყობა.
ჯაღირაში გარეგანათებებისა და ცხაურების მოწყობა,გზის მოხრეშვა-მოშანდაკება, წყალმომარაგების მილების რეაბილიტაცია.
ობუჯის ცენტრში სამედიცინო ამბულატორიისთვის ოთახების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს
სახელმწიფოს მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 644 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 54 000 ლარი დაემატა.
ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის მიერ შეირჩა.
პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში 133 პროექტი განხორციელდა.