სოსელიას,ადამიასა და იაკობ შანავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ქალაქ წალენჯიხაში სოსელიას,ადამიასა და იაკობ შანავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში დაიგო ახალი ასფალტის საფარი,მოწესრიგდა სანიაღვრე არხები.
დღეს,14 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია და ამავე სამსახურის ურბანული განვითარების, სივრცით მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ.
შესრულებული სამუშაოების დათვალიერებისას ლაშა ზარქუამ აღნიშნა, რომ ყველა დასრულებულ თუ მიმდინარე პროექტზე აქტიურად განხორციელდება მონიტორინგი,რათა არ მოხდეს შესრულებული სამუშაოების ხარვეზებით ჩაბარება.