სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში უფასო იურიდიულ კონსულტაციებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში უფასო იურიდიულ კონსულტაციებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
იურიდიული დახმარების სამსახური არის უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო/საბიუჯეტო უწყება, რომელიც იურიდიული კონსულტაციას უწევს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ საკითხზე, ხოლო საადვოკატო წარმომადგენლობასა და დოკუმენტაციის შედგენას ახორციელებს გადახდისუუნარო მოსახლეობისათვის.
გარდა ამისა, იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ევროპის საბჭოს ოფისის (COE) დახმარებით, იურიდიული დახმარების სამსახურთან შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირები, მერის წარმომადგენლები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები,, მაჟორიტარი დეპუტატები, მერიის სოციალური სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრას ასევე წალენჯიხის იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო მინჯია ესწრებოდა.
იურიდიული დახმარების სამსახურმა წარმოადგინა ახალი პროექტის „პარალეგალების“ პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში, სამეგრელო იქნება პირველი რეგიონი, სადაც „პარალეგალთა რეესტრის“ ფორმირება დაიწყება.
პროექტი „პარალეგალი“ გააერთიანებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიით იურისტები არ არიან, მაგრამ იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებში და ექნებათ შესაძლებლობა პირველადი იურიდიული დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს, ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მათ ამის შესახებ მიმართავს.