სტიქიით მიყენებული ზარალის მონიტორინგი
26-27 ივლისს, ძლიერი ნალექის შედეგად, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ლეფიფიეს ( ნაგურუ )უბანში შიდა საუბნო გზა დაზიანდა.
გარდა ამისა, კუხეშის უბანში დამეწყრილია 2 ოჯახის ( თორნიკე წულაია და ონისე წულაია ) საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვანო ბურდული ადგილზე იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო.
აღინიშნა, რომ სტიქიის შემსწავლელი კომისია შეისწავლის ზარალის ოდენობას და შესაბამისად ზარალის აღმოფხვრის გზებს დასახავს.