ტაეკვონდოს წრის გამარჯვებულები
მიმდინარე წლის 12 ივნისს ,წალენჯიხის ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის ტაეკვონდოს წრის მოსწავლეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ,სადაც გურიის რეგიონის ღია პირველობაში მიიღეს მონაწილეობა.
ასპარეზობა წარმატებით დასრულდა და ტაეკვონდოს წრის მოსწავლეებმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს:
ასპარეზობაში ლიზი გოგოხიამ პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული -(51 წონით კატეგორიაში) მოიპოვა.
სალომე ჩანგელიამ მეორე ადგილი დაიკავა (-33 წონით კატეგორიაში);
ზაალ ფიფიამ მეორე ადგილი(-73 წონით კატეგორიაში);
ილონა ბელქანიამ მესამე ადგილი( -51 წონით კატეგორიაში);
გიორგი ჭეჟიამ მესამე ადგილი(+78 წონით კატეგორიაში);
გიორგი ქარაიამ მესამე ადგილი(-51 წონით კატეგორიაში);
მწვრთნელი ზაალ მიქავა მადლობის სიგელით დაჯილდოვდა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ტაეკვონდოს განვითარებისა და აქტიური მხარდაჭერისთვის.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებას წარმატებულ სპორტსმენებს და უსურვებს წარმატებებს.