ტერენტი გრანელის საიუბილეო კვირეულის ჩატარების მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სპეციალური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა
ტერენტი გრანელის საიუბილეო კვირეულის ჩატარების მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სპეციალური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.
კომისიის გადაწყვეტილებით, 1-10 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო შინაარსის ღონისძიებები გაიმართება.
კვირეულის ფარგლებში, გამოიცემა წიგნი სახელწოდებით ,,უცნობი ტერენტი“ , რომელშიც გრანელის საზოგადოებისათვის უცნობი გრაფიკული ნამუშევრები დაიბეჭდება.
წიგნის ფინანსური მხარდაჭერა თავის თავზე ,,ფორმულა ჯგუფმა“ აიღო.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, ტერენტი გრანელის ნამუშევრების-ესკიზების, კრებულის პრეზენტაცია მოეწყობა.
წიგნი, რომელიც ორენოვანი (ქართული და ინგლისური) გახლავთ; ანოტაციის, შესავლისა და ბიოგრაფიისგან შედგება. დანარჩენი ნაწილი კი, პოეტის აქამდე უცნობი 800 მდე ადაპტირებული ნახატი იქნება.
წიგნის დიზაინზე თამაზ ვარვარიძე, ტექსტზე კი, ხელოვნებათმცოდნე ანი კლდიაშვილი მუშაობენ.
როგორც მერის მოადგილე, თამარ ბელქანიამ განაცხადა, წიგნის საბოლოო ვერსია მზად 30 სექტემბერს იქნება და ის 1500-მდე ტირაჟით გამოიცემა.
წიგნის მიზანია, საზოგადოებამ რეალური ტერენტი გაიცნოს.
არსებული კრებულის გამოცემის მთავარი ინიციატორი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი- გიორგი ხარჩილავა გახლავთ.
გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, თეატრალური წარმოდგენები მონოსპექტაკლები, პოეზიისა და მუსიკალური საღამოები, კინოჩვენებები გაიმართება .
მათ შორის: ნაჩვენები იქნება გიორგი ბუნდოვანისა და მურმან ასიკაშვილის დოკუმენტური ფილმები ტერენტი გრანელის შესახებ.
აგრეთვე, პოეტის შემოქმედების შესახებ საჯარო ლექცია წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკასა და გრანელის სახელობის პარკში გაიმართება.
წალენჯიხელი ახალგაზრდების მონაწილეობით კი, ლიტერატურული ღონისძიება სახელწოდებით: ,, ჩვენ ვკითხულობთ გრანელს“ მოეწყობა.
ასევე, წალენჯიხის სამხატვრო გალერეაში ტერენტისადმი მიძღვნილი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
ქალაქის ცენტრში ბანერი განთავსდება, სლოგანით:,, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა- ტერენტი გრანელი 2022“.
თამარ ბელქანიას განმარტებით, კვირეულის ფარგლებში, ადგილობრივი პრესის ,,ეგრისის“ 2 სპეციალური ნომერი გამოიცემა, რომელსაც ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი ჯულიეტა როგავა უხელმძღვანელებს.
კვირეულის ფარგლებში, სპეციალური სტუმრის სტატუსით, წალენჯიხას სხვადსხვა დარგის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის მწერლები, მსახიობები და მუსიკოსები ეწვევიან.
კომისიის წევრებისგან გამოითქვა
ინიციატივა, ,,უცნობი ტერენტის“ ფარგლებში, წალენჯიხელი, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სახელოვნებო სფეროში ირიცხებიან, 200 ლარიანი ,,ტერენეტი გრანელის სახელობის“ სტიპენდია დაწესდეს.
ღონისძიებაში ჩართული იქნებიან, როგორც მერიის, ასევე ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები, ჯვარის კოლეჯი ,,ლაკადა“, რომელიც კვირეულის ე.წ ბრენდირებას მოახდენს.
დასასულს, 10 ოქტომბერს, დიდუბის პანთეონში დაკრძალულ პოეტის საფლავს, წალენჯიხის დელეგაცია გვირგვინით შეამკობს.
წალენჯიხაში, გრანელობის დღესასწაულის აღნიშვნას საფუძველი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩიალავამ, 2009 წელს ჩაუყარა.
სწორედ მერის ინიციატივით, პოეტის სახელის უკვდავსაყოფად, მის მშობლიურ კუთხეში, ყოველი წლის ოქტომბრის დასაწყისში სხვადსხვა სახის ღონისძიება იმართება.
აღსანიშნავია, რომ ,,უცნობი ტერენტის“ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, მუნიციპალიტეტში ლიტერატურული ტურიზმის პროპაგანდაა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისია მუშობას აგრძელებს და ოთხშაბათს, 16:00 საათზე, თითოეული კომისიის წევრი წარმოადგენს საკუთარ ხედვას ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით.
შექმნილი კომისია ღიაა და ნებისმიერ მსურველს აქვს შესახლებლობა შემოურთდეს კვირეულს საკუთარი იდეით.