ცხელი ხაზი : 599647050

 უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული წალენჯიხის მკვიდრი ედიშერ კვარაცხელია დღეს,მშობლიურ წალენჯიხაში ჩამოასვენეს

17 ოქტომბერი, 2022

 უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული წალენჯიხის მკვიდრი ედიშერ კვარაცხელია დღეს,მშობლიურ წალენჯიხაში ჩამოასვენეს.

 გმირისადმი პატივის მისაგებად

მოსული წალენჯიხელები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები ცოცხალი ჯაჭვით წალენჯიხის შემოსასვლელთან საქართველო-უკრაინის დროშებით შეეგებნენ პროცესიას.

 მერიის წინ კი საქართველო-უკრაინის ჰიმნი აჟღერდა,სადაც მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულის ხსოვნას.

  ედიშერ კვარაცხელია გახლდათ პროფესიონალი სამხედრო და აგვისტოს ომის მონაწილე,ის უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა.

დიდება გმირებს!

 

გააზიარე