ხელისუფლების წარმომადგენლები ოჭანეს ბაღის პრობლემებს გაეცნენ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა და ქალაქ ჯვარის მაჟორიტარი დეპუტატი ბაჩანა ქანთარია ოჭანეს საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ.
ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ პრობლემებს და საბავშვო ბაღის დირექტორისგან მოისმინეს ინფორმაცია სხვადასხვა საჭიროებებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქვთ სასმელი წყლის პრობლემა,არ მუშაობს წყლის გამათბობელი,პრობლემურია საკანალიზაციო სისტემა და ასევე საჭიროებენ ბავშვთა საწოლი ლოგინების დამატებას.