ცხელი ხაზი : 599647050

ხიდის სრული რეაბილიტაცია და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

22 იანვარი, 2023

 ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირას უბანში ხის ფიცრებითა და რკინის მავთულებით ნაშენები ხიდი, რომელიც ჯაღირაში მცხოვრებ სოფლის მოსახლეობას ცენტრალურ გზასთან აკავშირებდა იმდენად დაზიანებული იყო რომ ხის ფიცრები ალაგ-ალაგ იყო დარჩენილი და რკინის მავთულებით მოწყობილი მოაჯირი საერთოდ მოშლილი.  ხიდზე გადაადგილება მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.მოსახლეობა კი წლების მანძილზე ითხოვდა რეაგირებას.

 აღნიშნულიდან გამომდინარე,მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით,დაიწყო ხიდის სრული რეაბილიტაცია და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე იმყოფებოდა და შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

 

0:23 / 1:17

 

გააზიარე