ცხელი ხაზი : 599647050

პროექტები

გამოქვეყნების თარიღი: 22 მარტი, 2022
დასრულების თარიღი: 22 მარტი, 2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კორნელი სალიას და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი დარსალიას ინიციატივით იქმნება ახალგაზრდული პროექტების ფინანსური ხელშეწყობის (დაფინანსება/თანადაფინანსება) პროგრამა -„შენი იდეა წალენჯიხას“.

პროგრამა, ვრცელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესებში. ინფრასტრუქტურული, კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურისტული ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენონ მათთვის საჭირო ინიციატივები.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

1. განცხადების მიღება კანცელარიაში და საკრებულოს ელ- ფოსტის მისამართზე tsalenjikhasakrebulo@gmail.com ;

2. პროექტების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა;

  • დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფაილი  - "შენი იდეა წალენჯიხას"
გააზიარე