ცხელი ხაზი : 599647050
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
საჯარო ინფორმაცია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

საკრებულოს თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღების დღეები:

----------------------------------------------------------------------------------------------------

  •  ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე დილის 10:00 საათიდან 13:00 საათამდე.

  • ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე    ☎ - 599 888 879   

  • ელ.ფოსტა  -  kornelisalia@gmail.com 

 

---------------------------------------------------------------------------------------------------

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო არის წალენჯიხის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც წალენჯიხის შესაბამის ადგილობრივ ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარული და  პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული წევრისგან შედგება.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების შედეგად  წალენხიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 27 დეპუტატისაგან, აქეან  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 9 წევრისგან და პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 18 წევრისგან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახორციელებს თვითმმართველობას წალენჯიხაში, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს წალენჯიხის მერიის საქმიანობას, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საკრებულოს რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საკრებულოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

 

საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა

გააზიარე