ცხელი ხაზი : 599647050

მერი

გიორგი (გია) ხარჩილავა

დაიბადა 1970 წლის 17 აპრილს,ქ.წალენჯიხაში,  

მოქალაქეობაქართველი

მისამართი: ქალაქი წალენჯიხა

ტელეფონი:  596000888

Emeil-Gialakada@gmail.com

განათლებაუმაღლესი 

 ენების ცოდნა-ქართული,ინგლისური,რუსული

 

1986 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.წალენჯიხის პირველი საშუალო სკოლა;

1991 წელს,ასევე,წარჩინებით დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა–მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი,პარალელურად ეუფლებოდა ჟურნალისტის პროფესიას; სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში,არის 9 აპრილის მონაწილე;

1991 წელს,ქვეყნისთვის უმძიმეს წლებში,დაბრუნდა მშობლიურ წალენჯიხაში და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთო,შექმნა კარატეს სკოლა,სადაც ათწლეულების განმავლობაში უსასყიდლოდ ავარჯიშებდა მოსწავლე–ახალგაზრდობას,მისი ინიციატივით შეიქმნა ინტელექტკლუბი ,,მასქური“,შემოიკრიბა ქალაქის ახალგაზრდობა,სადაც იმართებოდა სხვადასხვა საღამოები,დისკუსიები,ამ პერიოდში,როცა ფეხმოკიდებული იყო კრიმინალი,ნარკომანია,გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი, ,,მასქური“ ახალგაზრდების სულიერი სავანე გახდა;

 1995 წელს,როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა,გიორგი ხარჩილავა,ინიშნება ქ.წალენჯიხის მერად,თუმცა ვერ ეგუება გამეფებულ ბიუროკრატიას,კორუფციას,არ შედის არანაირ გარიგებებში და წალენჯიხელებს ახსოვთ უკომპრომისო ბრძოლა შევარდნაძის რეჟიმთან 1995–2002 წლებში;

1998 წელს გიორგი ხარჩილავა მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობით არჩეულიქნა ქ.წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ,ქ.წალენჯიხის მერად;

2002 წელს გიორგი ხარჩილავას უკვე მეორედ ირჩევენ ქ.წალენჯიხის თავკაცად–წალენჯიხის გამგებლად; 2004–2006 წლებში გიორგი ხარჩილავა კერძო ბიზნესში მიდის,ამასთან,აგრძელებს სპორტულ მოღვაწეობას,მონაწილეობს სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებში და წარმატებებსაც აღწევს;

2006 წელს გიორგი ხარჩილავა კვლავ პოლიტიკაში ბრუნდება,ირჩევენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ,სადაც მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის იღვწის 2010 წლამდე.

2010 -დან 2021 წლამდე მონაწილეობდა საინვესტიციო პროექტებში. ეწეოდა საქმიანობას განათლებასა და სოფლის მეურნეობაში.

2021  წლის თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეულიქნა  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერად.

საოფისე პროგრამები-MICROSOFT OFFICE WORD, MICROSOFT OFFICE EXCEL, MICROSOFT OFFICE POVERPOINT.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

გააზიარე