ცხელი ხაზი : 599647050

ცნობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

31 ივლისი, 2023

ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის XX ქუჩისთვის,   აფხაზეთის ომში დაღუპული მალხაზ ხარჩილავას სახელის მინიჭების თაობაზე.

 

    საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის შეხვედრა ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებთან  გაიმართება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ხოლო კომისიის სხდომა ჩატარდება  2023 წლის 4 აგვისტოს  12:00 საათზე.

გააზიარე