ცხელი ხაზი : 599647050

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ,,ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო".

1 აგვისტო, 2023

  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა- კურთხევით 31 ივლისს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში ჩამობრძანდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი

,,ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო".

  დღეს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ: გერასიმეს

ლოცვა- კურთხევით, ჩატარდა საღვთო ლიტურგია, წირვა.

წირვის დასრულების შემდეგ გაიმართა ლიტანიობა, მსვლელობა ტაძრიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

 ამავდროულად, დღეს,საღამოს 19: 00 საათზე წალენჯიხის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში გაიმართება სამეცნიერო-შემეცნებითი შეხვედრა.

  ღონისძიება ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს.

  ღონისიება ტარდება

საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებითა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ: გერასიმეს ლოცვა-კურთხევით,

 მხარდამჭერია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი.

  ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი

 თემა: ქართული ,,იბერიის სამეფოს წარმოქმნა ფარანავზი და ქუჯი სახელმწიფო ენისა და ცნობიერების ჩამოყალიბება

  მომხსენებლები:

ისტორიკოსი, მეცნიერი და აკადემიკოსი: ვალერი ვაშაკიძე.

ენათმეცნიერი, პროფესორი: ლევან ღვინჯილია.

ენათმეცნიერი, აკადემიკოს: ავთანდილ არაბული.

+18

გააზიარე