ცხელი ხაზი : 599647050

საფეხბურთო მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

3 აგვისტო, 2023

 ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში დათო და ვახტანგ კვარაცხელიების სახელობის საფეხბურთო მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის დირექტორმა გელა თოლორაიამ ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.

 პროექტის ფარგლებში მოედანზე მოეწყობა ტრიბუნა 120 მაყურებელზე,მიმდინარეობს ასევე გასახდელებისა და სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები,განახლდება ღობე.

 სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

+3

გააზიარე