ცხელი ხაზი : 599647050

ცნობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

20 ივლისი, 2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება  სამართლებრივი აქტების მისაღებად შემდეგ სამართლებრივი აქტების პროექტებზე:

 

1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესის  შესახებ

2.,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

3.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის შესახებ

 4.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული ქონების  პირდაპირი განკარგვის წესით    იჯარის   ფორმით სარგებლობაში -  გადაცემაზე   მერისთვის   თანხმობის   მიცემის   შესახებ

                  

საკრებულოს კომისიების სხდომები საკრებულოს სხდომათა დარბაზში  გაიმართება  შემდეგი გრაფიკით: 

ა)  საკრებულოს სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო  საკითხთა კომისიის სხდომა-  2023 წლის 21 ივლისი 11:00  საათი;

ბ) საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა -  2023 წლის  25 ივლისი- 11:00 საათი.

 

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მორიგი სხდომა საკრებულოს სხდომათა დარბაზში  გაიმართება  2023  წლის 28 ივლისს 12 საათზე. (მისამართი:ქ.წალენჯიხა, სალიას ქ.N5).

 

   განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, საკრებულოს შესაბამისი კომისიების  დასკვნების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებების, შენიშვნების წარმოდგენა საკრებულოს აპარატში უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მ/წლის 27 ივლისისა (მის.ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. N5 აპარატის უფროსი იზოლდა მოლაშხია. ტ. 599 85 71 02).                                                                                                                            

 

                                        წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი

 

გააზიარე